აბიტურიენტი. სასწავლო ცენტრი "გეო"

ტესტის გარჩევა









გავუადვილოთ  აბიტურიენტებს  მართლწერის  სწავლება,თუ მას საფუძვლიანად არ უსწავლია  გრამატიკა წინა კლასებში,ან ისწავლა და  ვერ  ახერხებს ნასწავლის გამოყენებას.ხშირ  შემთხვევაში, წესების დასწავლა  უშედეგოა. ან სულაც,ისწავლა კარგად შესაბამისი წესები და პრაქტიკულ დავალებებსაც კარგად ართმევდა თავს,უბრალოდ, მას შემდეგ 3 წელი გავიდა,სავარაუდოდ ნასწავლი დაავიწყდებოდა. არა და, წინ ერთიანი ეროვნული გამოცდებია. ჩვენ (რეპეტიტორებმა) როგორმე უნდა გავახსენოთ,ან თავიდან ვასწავლოთ მართლწერის საკითხები,რაც შეიძლება მარტივად,რადგან წინ, მხოლოდ 9 თვე გვაქვს.


 ტექსტს რედაქტირება. ( პირველი საკითხი ტესტში)https://drive.google.com/file/d/0B20Tw9C3QjGiT0JDYWM3RF9pOWc/view?usp=sharing



დავიწყოთ პირველი შეცდომით,პირველივე წინადადებაში პუნქტუაციური შეცდომაა (ყველაზე მეტად ეს საკითხი უჭირთ ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს )ჰალიკარნასი, დღევანდელი ბოდრუმი მცირე აზიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი იყო. ბოდრუმთან  საჭიროა მძიმე.
1ბოდრუმი,მცირე აზიის…..

ასევე პუნქტუაციური შეცდომაა წინადადებაში,  „ სამარხს როგორც ყველაზე დიდ ნაგებობას“
მაქვემდებარებელი კავშირის „როგორცწინ საჭიროა მძიმე. მაქვემდებარებელი კავშირი აერთებს ისეთ წინადადებებს, რომელთაგან ერთი მთავარია,მეორე მასზე დამოკიდებული.
2.სამარხს,როგორც ყველაზე დიდ ნაგებობას.

კიდევ პუნქტუაციური შეცდომა, ისევ მძიმე.  J ჩვენი გამოჭერა უნდათ პუნქტუაციის არ ცოდნაში.  :)
  1. ყველაზე მდიდრულ ნაგებობას,  ქალაქი უნდა დაემშვენებინა

შემდეგი  შეცდომა „დაემშვენებია“ . შუალობითი კონტაქტის ნიშანიინ“სრულად უნდა იქნას შენარჩუნებული  მეორე თურმეობითისა  (რა მექნა) და მესამე კავშირებითის ( რა მექნას)ზმნებში.

    4 .ქალაქი უნდა დაემშვენები

მეოთხე შეცდომა  ძალიან მარტივია, სიტყვა ტაძარი იკუმშება. მარტივად რომ გავიგოთ თანხმოვანფუძიანი  სახელი იკუმშება თუ არა, ჩავსვათ მრავლობით რიცხვში მაგ: ტაძარი-ტაძრები.
5.ბერძნული ტაძრის მსგავსი შენობა.

შემდეგი  უკვე სინტაქსური შეცდომაა.“შემკული იყო მარმარილოს ქანდაკებებითა და ბარელიეფებით,რომელიც კავშირი „რომელიც“ ამ შემთხვევაში უნდა იყოს მრავლობითი ფორმით,რადგან იმ წინადადებაში,რომელსაც უკავშირდება კავშირიანი წინადადება,საუბარია  ერთზე მეტ საგანზე.(ქანდაკებებითა და ბარელიეფებით)
6. შემკული იყო მარმარილოს ქანდაკებებითა და ბარელიეფებით,რომლებიც

შემდეგი შეცდომა ორთოგრაფიულია.   შეცდომითაა გამოყენებული ზმისწინი.გან ზმნისწინი გაუთიშავია. ან სურლი ფორმით დაირთავს ზმნა, ან მთლიანად ვაცილებთ „ანსახიერებდა“ ამ შემთხვევაში ზმნისწინის, მხოლოდ ნაწილი  „ნ“ -აშენარჩუნებული,რაც იწვევს ორთოგრაფიულ შეცდომას
  1. ბერძენთა ბრძოლას ასახიერებდა/განასახიერებდა

მორფოლოგიური შეცდომა .“ იმ  დროინდელმა“იწერება ერთად.
  1. იმდროინდელმა საუკეთესო მოქანდაკეებმა


მსაზღვერლ-საზღვრულის არასწორი   შეთანხმება ბრუნვაში „ძველ წელთაღრიცხვის“
სახ.ძველ  წელთაღრიცხვა
მოთხ.ძველმა  წელთაღრიცხვამ
მიც. ძველ   წელთაღრიცხვას
ნათ.ძველ  წელთაღრიცხვის
მოქ.ძველი  წელთაღრიცხვით
ვით.ძველ  წელთაღრიცხვად
     9.ძველ  წელთაღრიცხვის

სინტაქსური შეცდომა,ამჯერად სიტყვების წყობაა არეული წინადადებაში  „მის მიერვე აგებულ აკლდამაში დაკრძალეს იგი.  ნაცვალსახელი პირველ ადგილზე იწერება  და ამავე დროს კავშირი,რომელ სიტყვასაც მიემართება იმისუკან დგას.  ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ.
10.იგი დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში.რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს.

შემდეგი   შეცდომა სტილისტურია,სიტყვის არამართებული გამოყენება ამ კონკრეტულ  კონტეკსტში. „სამარხი სრულყოფილად გაძარცვეს“
11.სამარხი მთლიანად გაძარცვეს

მორფოლოგიური შეცდომა.  კონკრეტულად  გან  თანდებულის შეცდომით დასმა. „კედლებიგან“ მარტივად,რომარ აგვერისო დან და გან თანდებულის ხმარება დავსვათ კითხვები თუ თანდებულიანი სიტყვა მიუგებს კითხვებზე:რისგან?და ვისგან? მაშინ საჭიროა გან თანდებული მაგ:ხისგან დამზადებული, მეგობრისგან მივიღე.  თუ მიუგებს კითხვებზე საიდან? და რა დროიდან? მაშინ საჭიროა თანდებული  დან, მაგ: კედლებიდან.
12.ჯვაროსნები კედლებიდან

შემდეგი  შეცდომა,  ზმნა „გლიჯავდნენ“. თემის ნიშანს არ დაირთავენ  ფუძედრეკადი ზმნები. ფუზედრეკადია ზმნა, რომელსაც მეორე სერიაში გადაყვანისას   ხმოვნის ნაცვლად, ექნება ი ხმოვანი.მაგ: ბზკს  (რა ქნა) ბზკა.ამრიგად ზმნას თემის ნიშანი ავ არ სჭირდება,რადგან ფუძედრეკადია.
13.მარმარილოს ფილებს გლეჯდნენ
ამავე წინადადების ბოლოს საჭიროა  მძიმე,რადგან ერთგვაროვანი  წევრებია: გლეჯდნენ,ამსხვრევდნენ
14.მარმარილოს ფილებს გლეჯდნენ,ქანდაკებებს ამსხვრევდნენ.

შემდეგი შეცდომა ისევ ორთოგრაფიულია.წინადადებაში: „ მათ ააშენეს  პირქუში და მიუვალი  სიმაგრე   წმინდა  პეტრეს ციხე“.
15. მათ ააშენეს  პირქუში და მიუვალი  სიმაგრე,   წმინდა  პეტრეს ციხე.

სტილისტურია  შეცდომაა  „ არქეოლოგების მიერ  მოხდა ამ შემთხევევაში  იცვლება  მთლიანი წინადადება,ქართულისათვის უფრო ბუნებრივი შესატყვისი წინადადებით
16.არქეოლოგებმა მავზოლეუმის ნაშთები,ბარელიეფები და  ქანდაკებების ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

ასევე მძომეა საჭირო კავშირის  რამაც  წინ
17.ქანდაკბები და ფრაგმენტები აღმოაჩინეს,რამაც მის  მრავალ საიდუმლოს

  ბოლო შეცდომა მორფოლოგიურია,  ზმნას  მოფინა“ აკლია ირიბი ობიექტის მესამე პირის  ნიშანი   მოცემულ ზმნას შევუწყობთ პირებს, მოფინა (მან,მას, ის) ზმნა სამპირიანია,რადგან ზმნა მესამე პირშია და როგორც პირდაპირი,ასევე ირიბი ობიექტი  გააჩნია,საჭიროა ირიბი ობიექტური პირის ნიშანი „ჰ“
18.მის მრავალ საიდუმლოს მოჰფინა ნათელი.
და ბოლოს, რა უფრო ეფექტურია, მსგავსი ტიპის დავალების უშეცდომოდ  შესრულებისას?-კითხვაზე პასუხს ეძებს ყველა აბიტურიენტი, თუ დაინტერესებული ადამიანი. რა თქმა უნდა, თეორიულ ცოდნას და მის გამოყენებას პრაქტიკაში ალტერნატივა არა აქვს, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, შემიძლია რამდენიმე რჩევა მოგცეთ:
გააკეთეთ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული დავალება. 
წესად გაიხადეთ:
  • ნებისმიერი წერითი  სამუშაოს შესრულებისას, თუნდაც თქვენი ნაწერი სულ არ ატარებდეს სასწავლო ხასიათს, გაამახვილეთ ყურადღება მართლწერის საკითხებზე, ეცადეთ წეროთ სწორად.
  •  ისაუბრეთ გამართული ქართულით,შეუსწორეთ შეცდომები მეგობრებს და სთხოვეთ მათაც მიგითითონ.






No comments:

Post a Comment